ჩვენ ვმუშაობთ დადასტურებული შეკვეთისთვის



შედეგზე ორიენტირებული

ჩვენი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე, რომელიც გამყიდველისთვისაც და რეკლამის განმთავსებლისთვისაც ყველაზე ეფექტურია.

გამჭვირვალობა

რეალიზაციის ფაქტი ერთდროულად ისახება შემკვეთის და რეკლამის განმთავსებლის ელექტრონულ კაბინეტებში.


მარტივი ანაზღაურების სქემა

წინასწარ იცით რა თანხით ანაზღაურდება ყოველი პროდუქტის რეალიზაცია.

შეთანხმებადი პირობები

განსაკუთრებულ პარტნიორებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს!

როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა?


ჩვენი სისტემა აერთიანებს პროდუქციის გამყიდველებს და რეკლამის განმთავსებლებს/ვებ-მასტერებს

ყიდი პროდუქტს ან სერვისს?

თუ თქვენ ყიდით პროდუქციას ან სთავაზობთ სერვისს, იხილეთ დეტალური სქემა, თუ როგორ დაგეხმარებათ ჩვენი სისტემა გარანტირებული გაყიდვების მიღწევაში


სქემა გამყიდველისთვის

შეგიძლია გაარეკლამო პროდუქცია?

თუ თქვენ გაქვთ ვებ გვერდი, ფეისბუქ ჯგუფი ან სხვა გზებით შეგიძლიათ პროდუქციის რეკლამირება, გაეცანით ჩვენი სისტემის დეტალურ სქემას.


გარეკლამების სქემა

CPA(Cost Per Action/Acquisition) ღირებულება ყოველ ქმედებაზე/გაყიდვაზე


CPA - არის მარკეტინგის ტიპი, როდესაც რეკლამირების საფასურის გადახდა ხდება რეალიზაციის ფაქტის დადგომისას. ანუ, თუ კლიენტმა იყიდა პროდუქტი ან სერვისი, გამყიდველი წინასწარ შეთანხმებულ თანხას უხდის მას, ვინც მასთან "მიიყვანა" აღნიშნული კლიენტი. კლიენტის მოზიდვას/მოყვანას ლიდს(Lead) ვუწოდებთ. მარტივია, არა? შემდეგ აუცილებლად იხილეთ ხშირად დასმული კითხვების გვერდი დეტალებისთვის.

უპირატესობები


თქვენ თვითონ არჩევთ პროდუქტს, რომელსაც გაარეკლამებთ, მისი გაყიდვის შემთხვევაში წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურებით

თქვენ გყავთ პირადი მენეჯერი რომელიც მუდმივად კავშირზეა და გეხმარებათ რჩევებით და გაწვდით თქვენი კონკრეტული მოთხოვნის შესაბამის ბანერებსა და სარეკლამო მასალას.

ყოველდღიური ანაზღაურება

დეტალური სტატისტიკა

პროფესიონალური ტექ. მხარდაჭერა

გასარეკლამებელი შეთავაზებების ფართო არჩევანი


თქვენ არ გიწევთ პროდუქტის გასაყიდად მარკეტინგული კამპანიის წარმოება და ამაზე თანხის და დროის დახარჯვა.

რეკლამირების თანხას იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროდუქცია გაიყიდება. ანუ თქვენ ზუსტად იცით რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველი გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ შესაბამისად მარტივად განსაზღვრავთ პროდუქციის გასაყიდ ფასს და გეგმავთ საბოლოო მოგებას.

არ გყავთ გამოცდილი ქოლ ცენტრი? საჭიროების შემთხვევაშიჩვენი ქოლ ცენტრი მოახდენს თქვენი პროდუქციის რეალიზებას.

სხვა შემთხვევაში თქვენ წინასწარ ხარჯავთ სარეკლამო კამპანიის ფულს, ისე რომ არ გაქვთ მისგან მიღებული რეალური რეალიზაციების შედეგი. ჩვენთან ერთად კი თქვენ წინასწარ იცით რა შედეგში რას გადაიხდით. და ეს უფრო სამართლიანია არა?

დეტალური სტატისტიკა

პროფესიონალური ტექ. მხარდაჭერა