FAQ – ხშირად დასმული კითხვები

სარეკლამო აგენტისთვის / ვებ-მასტერისთვის

1რამეს ვიხდი თქვენს სისტემაში ჩართვისათვის?
არაფერს, სისტემაში გაწევრიანება არის უფასო.
2რაში მიხდით ფულს?
ანაზღაურებას ვიხდით თქვენ მიერ მოყვანილი/გადმომისამართებული კლიენტის მიერ პროდუქტის შესყიდვის შემთხვევაში. ანუ თვენ მიერ მოყვანილი "ლიდის" დადასტურებისას. როცა მომხმარებელი შეიყვანს თავის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და ამის შედეგად შეკვეთილ პროდუქტს საბოლოოდ ჩაიბარებს და თანხას გადაიხდის.
3რა არის ლიდი?
ლიდი - Lead არის სარეკლამო აგენტის/ვებ-მასტერის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეკვეთა.
4როგორ აკეთებს შეკვეთას მომხმარებელი?
იმისათვის, რომ დაფიქსირდეს ლიდი/შეკვეთა, საჭიროა მომხმარებელი გადმომისამართდეს პროდუქტის გვერდზე და შეიყვანოს თავისი სახელი, გვარი და საკონტაქტო მობილურის ნომერი.
5უბრალოდ ლიდი ანუ მონაცემების შეყვანა ანაზღაურდება?
მონაცემების შეყვანის შემდეგ კეთდება ლიდი, თუმცა მის დასადასტურებლად საჭიროა მომხმარებელმა საბოლოოდ შეიძინოს პროდუქტი. ანაზღაურდება სწორედ პროდუქტის შეძენა, ანუ დადასტურებული ლიდი.
6რა სტატუსები აქვს ლიდს?
ლიდს აქვს შემდეგი სტატუსები: 1. მოლოდინში - ახალი ლიდი, რომელიც ჯერ არ ვიცით დადასტურდება თუ არა. ქოლ ცენტრის ოპერატორი უკავშირდება მომხმარებელს, რომ საბოლოოდ დაასრულოს შეკვეთა. 2. დადასტურებული - იმის შემდეგ, რაც ოპერატორი დაუკავშირდება მომხმარებელს, თუ ის დაადასტურებს შეკვეთას და ჩაიბარებს პროდუქტს, შეკვეთას ენიჭება სტატუსი "დადასტურებული" და სარეკლამო აგენტის ანგარიშზე გერიცხებათ პროდუქტის შესაბამისი ანაზღაურება. 3. უარყოფილი - თუ ოპერატორთან საუბრისას ან შეკვეთის მიღებისას მომხმარებელმა უარი განაცხადა საბოლოო შეძენაზე, ლიდი გადადის უარყოფილ სტატუსში და ანაზღაურება არ დაირიცხება.
7რა თანხას ვიღებ ლიდის დადასტურებისას?
ანაზღაურება დამოკიდებულია კონკრეტული პროდუქტის პირობებზე და გაწერილია ყოველი პროდუქტის აღწერილობაში.
8როგორ მივიღებ გასარეკლამებელ ლინკს?
ყოველ პროდუქტს აქვს ერთი ან მეტი პროდუქტის გვერდი (ლენდინგი). თქვენს ადმინისტრატორის პანელში მარტივად შეძლებთ ამ ლინკების დაკოპირებას.
9სად ვხედავ რამდენი ადამიანი შემოდის ჩემს ლინკებზე?
ადმინისტრატორის პანელში ხედავთ მთელს თქვენს ვიზიტორების სტატისტიკას.
10სად ვხედავ ჩემს ლიდებს?
ადმინისტრატორის პანელში ხედავთ მთელს თქვენს ლიდების სტატისტიკას და მათ სტატუსებს.
11როდის ხდება ანაზღაურება?
ანაზღაურება ხდება ყოველდღიურად.
12სად მერიცხება თანხა?
ჩარიცხვები ხორციელდება Web Money-ს, Яндекс.Деньги-ს, PayPal-ის ანგარიშებზე, ასევე ნებისმიერ ბარათზე რომელსაც მიაბამ შენს პროფილს.
13კიდევ მაქვს კითხვები, სად მოგწეროთ?
კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე contact@spin.sale

რეკლამის განმთავსებლისთვის/გამყიდველისთვის

1რამეს ვიხდი თქვენს სისტემაში ჩართვისათვის?
არაფერს, სისტემაში გაწევრიანება არის უფასო.
2რაში ვიხდი ფულს?
ჩვენ შორის წინასწარ შეთანხმებულ ტარიფს იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი "მოყვანილი" კლიენტის მიერ გაკეთედა შეკვეთა და მან საბოლოოდ ჩაიბარა პროდუქტი. ანუ, როცა მომხმარებელი პროდუქტის გვერდზე შეიყვანს თავის სახელს, გვარს, ტელეფონის ნომერს და ამის შედეგად შეკვეთილ პროდუქტს საბოლოოდ ჩაიბარებს და თანხას გადაიხდის.
3რა არის ლიდი?
ლიდი - Lead არის ჩვენი სისტემის მიერ გადმომისამართებული მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეკვეთა.
4როგორ აკეთებს შეკვეთას მომხმარებელი?
იმისათვის, რომ დაფიქსირდეს ლიდი/შეკვეთა, საჭიროა მომხმარებელი გადმომისამართდეს პროდუქტის გვერდზე და შეიყვანოს თავისი სახელი, გვარი და საკონტაქტო მობილურის ნომერი.
5უბრალოდ ლიდი ანუ მონაცემების შეყვანა ანაზღაურდება?
მონაცემების შეყვანის შემდეგ კეთდება ლიდი, თუმცა მის დასადასტურებლად საჭიროა მომხმარებელმა საბოლოოდ შეიძინოს პროდუქტი. ანაზღაურდება სწორედ პროდუქტის შეძენა, ანუ დადასტურებული ლიდი.
6რა სტატუსები აქვს ლიდს?
ლიდს აქვს შემდეგი სტატუსები: 1. მოლოდინში - ახალი ლიდი, რომელიც ჯერ არ ვიცით დადასტურდება თუ არა. ქოლ ცენტრის ოპერატორი უკავშირდება მომხმარებელს, რომ საბოლოოდ დაასრულოს შეკვეთა. 2. დადასტურებული - იმის შემდეგ, რაც ოპერატორი დაუკავშირდება მომხმარებელს, თუ ის დაადასტურებს შეკვეთას და ჩაიბარებს პროდუქტს, შეკვეთას ენიჭება სტატუსი "დადასტურებული" და რეალიზატორის ანგარიშიდან გეჭრებათ შეთანხმებული საკომისიო. 3. უარყოფილი - თუ ოპერატორთან საუბრისას ან შეკვეთის მიღებისას მომხმარებელმა უარი განაცხადა საბოლოო შეძენაზე, ლიდი გადადის უარყოფილ სტატუსში და საკომისიო არ დაირიცხება.
7რა თანხას ვიხდი ლიდის დადასტურებისას?
ანაზღაურება დამოკიდებულია კონკრეტული პროდუქტის პირობებზე და თანხმდება ჩვენს შორის ყოველი თქვენი ახალი პროდუქტის ჩვენს სისტემაში ჩართვისას.
8სად ვხედავ ჩემი პროდუქტის ლიდებს?
თქვენს ადმინისტრატორის პანელში ხედავთ თქვენი პროდუქტების და ლიდების სტატისტიკას. აქვე შეგიძლიათ შეუცვალოთ ლიდებს სტატუსები.
9ლიდის სტატუსი როგორ იცვლება?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკეთებთ საკუთარი პროდუქტების ქოლ ცენტრით მომსახურებას, ლიდების სტატუსს ცვლით თქვენ, თუ მომხმარებელმა დაადასტურა შეკვეთა, "დადასტურებულზე" და თუ უარყო - "უარყოფილზე". თუ ჩვენ გიგვარებთ ქოლ ცენტრის მომსახურებას, ჩვენი ოპერატორი ცვლის სტატუსებს რასაც ხედავთ თქვენს ადმინისტრატორის პანელში.
10როდის ხდება ანაზღაურება?
ანაზღაურება ხდება ჩვენ შორის წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.
11კიდევ მაქვს კითხვები, სად მოგწეროთ?
კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე contact@spin.sale

ინტერნეტ სარეკლამო აგენტი ან ვებ-მასტერი ხართ?

იხილეთ თქვენთვის განკუთვნილი პასუხები ლინიკზე.