რეალიზატორებისთვის

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი პროდუქციის რეალიზაციაში, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა ვებ გვერდი და ქოლ ცენტრი

ჩვენი სისტემით რეალიზაციის სქემა შედგება 4 ძირითადი ეტაპისგან

  • 25%

1. პროდუქტის რეკლამირება

ამ ნაწილს სრულად საკუთარ თავზე ვიღებთ, ჩვენ მოვახდენთ თქვენი პროდუქტის მიზნობრი აუდიტორიისთვის გაცნობას და რეკლამირებას, მათ მიმართვას პროდუქტის ვებ გვერდზე შესყიდვის პროცესის გასაგრძელებლად.

  • 50%

2. პროდუქტის ვებ გვერდი(ლენდინგი)

თუ თქვენს პროდუქტს უკვე აქვს პროდუქტის აღწერილობითი ვებ გვერდი(ერთ გვერდიანი საიტი) სადაც სრულად არის მოცემული პროდუქტის სპეციფიკაციები და სურათები, რაც მომხმარებელს მის გაცნობასა და შეძენის გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება, ძალიან კარგი! თუმცა, თუ არ გქვთ ასეთი გვერდი, ჩვენ თვითონ დავამზადებთ თქვენი პროდუქტის ვებ გვერდს(ლენდინგს). მომხმარებელს პროდუქტის ლენდინგზე გადასვლისას საშუალება ეძლევა ჩაწეროს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, რითაც ფორმირდება შეკვეთა, ეგრეთ წოდებული "ლიდი"(Lead). ამის შემდეგ საქმეში ერთვება ქოლ ცენტრი.

  • 75%

3. მომხმარებელთან კავშირი/ქოლ ცენტრი

ლიდის მიღებისთანავე ქოლ ცენტრი უკავშირდება მომხმარებელს, უხსნის პროდუქტის დეტალებს და მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ასრულებს შეკვეთას. ქოლ ცენტრი მომხმარებელს უთანხმდება პროდუქტის მიწოდების სასურველ დროსა და მისამართზე და მზა შეკვეთას გადასცემს პროდუქტის რეალიზატორს. თუ თქვენ არ გყავთ ქოლ ცენტრი ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი პროფესიონალური ქოლ ცენტრის მომსახურება.

  • 100%

4. პროდუქტის მიწოდება და ანგარიშსწორება

იმის შემდეგ, რაც ქოლ ცენტრი გადმოგცემთ შეკვეთის დეტალებს და სასურველი მიწოდების დროსა და მისამართს, თქვენ(პროდუქტის რეალიზატორი) აგზავნით თქვენს კურიერს შეკვეთის მისატანად და მომხმარებლისგან თანხის მისაღებად. (შეგვიძლია შემოგთავაზოთ წინასწარი/ონლაინ ანგარიშსწორების ფუნქციაც, რაც დამატებითი შეთანხმების თემაა.) თუ თქვენ არ გაქვთ მიწოდების სერვისი, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კურიერული მომსახურებაც.

რა არის CPA(Cost Per Acquisition) - მარკეტინგი?


CPA - არის მარკეტინგის ტიპი, როდესაც რეკლამირების საფასურის გადახდა გიწევთ მხოლოდ რეალიზაციის ფაქტის დადგომისას. ანუ, თუ კლიენტმა იყიდა პროდუქტი ან სერვისი, თქვენ წინასწარ შეთანხმებულ თანხას უხდით მას, ვინც თქვენთან "მოიყვანა" აღნიშნული კლიენტი. კლიენტის მოზიდვას/მოყვანას ლიდს(Lead) ვუწოდებთ. მარტივია, არა? შემდეგ აუცილებლად იხილეთ ხშირად დასმული კითხვების გვერდი დეტალებისთვის.

უპირატესობები რეკლამის განმთავსებლისთვის

თქვენ არ გიწევთ პროდუქტის გასაყიდად მარკეტინგული კამპანიის წარმოება და ამაზე თანხების და დროის დახარჯვა.

რეკლამირების თანხას იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია გაიყიდება. ანუ თქვენ ზუსტად იცით რა თანხის გადახდა მოგიწევთ ყოველი გაყიდული პროდუქციის სანაცვლოდ, შესაბამისად მარტივად განსაზღვრავთ პროდუქციის გასაყიდ ფასს და გეგმავთ საბოლოო მოგებას.

არ გყავთ გამოცდილი ქოლ ცენტრი? საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქოლ ცენტრი მოახდენს თქვენი პროდუქციის რეალიზებას.

სხვა შემთხვევაში თქვენ წინასწარ ხარჯავთ სარეკლამო კამპანიის ფულს, ისე, რომ არ გაქვთ მისგან მიღებული რეალური რეალიზაციების შედეგი. ჩვენთან ერთად კი თქვენ წინასწარ იცით რა შედეგში რას გადაიხდით. და ეს უფრო სამართლიანია არა?

დეტალური სტატისტიკა

პროფესიონალური ტექ. მხარდაჭერა

ჩვენ მოვახდენთ თქვენი პროდუქციის რეალიზაციას ამერიკის და ევროპის ბაზრებზე-Amazon, Ebay, Macys და სხვა მრავალი ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით


მოგვანდეთ საერთაშორისო ინტერნეტ მაღაზიებზე თქვენი პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო სამუშაოების შესრულება

თქვენი პროდუქციის ანალიზი და მისთვის მსოფლიო მასშტაბით რეალიზაციის საუკეთესო ბაზრების მოძიება.

პროდუქცის ლისტინგის მომზადება და განთავსება სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში.

პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით მიწოდების უზრუნველყოფა.

მომხმარებლებთან ურთიერთობა, მხარდაჭერა და გამოხმაურებების ადმინისტრირება

მომხმარებელთა გამოხმაურებების შესაბამისად პროდუქციის ხაზის განვითარების, პროდუქციის მოდიფიცირების და ოპტიმიზაციისთვის საჭირო კონსულტაცია.

მომხმარებლებთან და საერთაშორისო ინტერნეტ მაღაზიებთან ანგარიშსწორების ადმინისტრაცია.